17 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას 55 წლის მძღოლი დაიღუპა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას 55 წლის მძღოლი დაიღუპა. ამ მონაკვეთზე, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, სამუშაოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” აწარმოებს. 

„ეს არის კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი მანქანები, რომელზეც არიან დასაქმებული ადამიანები და რა თქმა უნდა, კომპანიის პასუხისმგებლობაა მანქანების გამართულობაც და გაუმართაობაც,“ - განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა, პაატა ნინუამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

დღის ამბები