26 დეკემბერი 2024,   14:46
ვრცლად
სოფელ მუხურჩას მკვიდრს, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული თევზის საჭერი მოწყობილობა აუფეთქდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ მუხურჩას მკვიდრს, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული თევზის საჭერი მოწყობილობა აუფეთქდა. მამაკაცს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

65 წლის მამაკაცს სამედიცინო დახმარება მარტვილის საავადმყოფოში გაუწიეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული რაც, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები