26 დეკემბერი 2024,   14:47
ვრცლად
ფეშენებელური სახლები, რომლებიც "ოცნების" მაღალჩინოსნებმა შეიძინეს - მმართველი გუნდი დიდძალ ქონებაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა

ფეშენებელური სახლები, რომელსაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა და "ოცნების" დეპუტატებმა ბოლო 6 წლის განმავლობაში შეიძინეს - ვრცელ ჩამონათვალში ეკა ბესელიას სახლიც მოხვდა, რომელიც მას დედის სახელზე აქვს გაფორმებული. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ განმარტავს რა ფინანსებით შეიძინა მისმა ოჯახმა 764 კვმ. მიწა და 4-სართულიანი სახლი მცხეთაში. ეკა ბესელიას დედის სახელზე ქონების გადაფორმების შედეგ, ბესელიამ დედა დეკლარაციაში აღარ მიუთითა. არადა ხუთი წლის განმავლობაში გულიზარ ორაგველიძის ქონებას დოკუმენტებში წერდა. გულიზარ ორაგველიძე ისევ ეკა ბესელიას საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს და ეს დოკუმენტებით დგინდება ამიტომ ის ვალდებული იყო დედის სოლიდური შენაძენის შესახებ ინფორმაცია გაესაჯაროებინა.

ეკა ბესელიასგან განსხვავებით ოთარ დანელია თვლის, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია. მას თბილისთან ახლოს ახლად შეძენილი ნაკვეთი აქვს და იქ სახლის მშენებლობასაც გეგმავს. დანელია განმარტავს, რომ ბაგებში მიწა შინდისში გაყიდული საკუთრების ფულით შეიძინა და მზად არის ინტერესის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების კითხვებსაც უპასუხოს.

"ქართული ოცნების" ლიდერების ნაწილმა მათი თანაგუნდელების მიერ შეძენილი ქონების შესახებ სწორედ "კურიერისგან" შეიტყო. როგორ დააგროვეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დიდძალი ქონება, ამ კითხვამ დღეს მმართველი ძალის ლიდერების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

გაერთიანებულ ოპოზიცია კი  ხელისუფლებაში მოსვლისა და თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ დაგროვებულ ქონებაზე მაღალჩინოსნების მხრიდან დეტალურ დასაბუთებას ან მოკვლევის დაწყებას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები