26 დეკემბერი 2024,   14:47
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის წიგნი და ამონარიდები, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელში მტკიცებულებად ჩართო 

სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდი რუსეთმა ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად წარადგინა. ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან დღეს ჟურნალისტებს „ევროპულმა საქართველომ“ წარმოუდგინა. რუსეთის საპასუხო სარჩელში მათი ვერსიის გასამყარებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის წიგნიდან ციტატაა მოყვანილი.

თავად სალომე ზურაბიშვილი დღეს დიპლომატიურ კორპუსს ხვდებოდა. მისი წიგნის და რუსეთის საპასუხო სარჩელის დეტალებზე საუბარი ნაკლებად ისურვა და აქცენტი ოპონენტის ბრალდებებზე გააკეთა.

მმართველმა გუნდმა დავით ბაქრაძეს ბრალდებებს ისევ ბრალდებებით უპასუხა. სალომე ზურაბიშვილის წიგნი საგარეო საქმეთა მინისტრს არ წაუკითხავს, თუმცა ზალკალიანი ხაზს უსვამს ხელისუფლების პოზიციას ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები ემთხვევა.

წიგნს „ქართული ტრაგედია 2003-2008“ ჰქვია და მისი ავტორი უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი კი არა, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილია. ოპონენტები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნი, აზრები და სიტყვა მისი სტატუსის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო სახიფათო გახდება ქვეყნისთვის.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში 2008 წელს შეიტანა. სარჩელი 1990-იანი წლებიდან დღემდე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნოწმენდას ეხებოდა. 2009-ში რუსეთმა საპასუხო სარჩელი მოამზადა.

დღის ამბები