26 დეკემბერი 2024,   14:46
ვრცლად
"მოულოდნელად მთავრობის წევრების ახლობლებმა მოახერხეს ბიზნესის კარგად წარმართვა და აიშენეს სახლები, ეს აჩენს კორუფციის ეჭვს"-ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი სესიაშვილს ეხმაურება, რომელმაც გადაცემა  "არჩევანის" ეთერში მისი ფეშენებელური სახლის აშენების ხარჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან სამ სართულიანი სახლი ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხით ააშენა. ირმა ნადირაშვილი განცხადებით, ის გაოცებულია, როდესაც ირაკლი სესიაშვილი საუბრობს ასეთ ფაქტებზე, იმის ფონზე, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი შიმშილობს. ირმა ნადირაშვილის თქმით, მაშინ როდესაც უეცრად აღმოჩნდა, რომ მაღალჩინოსნების ახლობლებს მოულოდნელად გაუჩნდათ ისეთი შემოსავლები, რომ სასახლეებს აგებენ, ბუნებრივია კორუფციაზე ჩნდება ეჭვები. 

„ეს ეჭვები ჩნდება იმიტომ, რომ მოულოდნელად  აბსოლუტურად ყველა მთავრობის წევრის ცოლი, შვილი, მათი მეგობრები, ნათელმირონები უეცრად აღმოჩნდნენ ყველაზე ჭკვიანები. იშოვეს სამსახური, მოახერხეს ბიზნესის კარგად წარმართვა და აიშენეს სახლები,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

დღის ამბები