იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის გიორგი ფერაძის ახლობლები, იტალიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
ახლობლების განცხადებით, ფერაძე იტალიაში სამუშაოს საძებნელად დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა.
გარდაცვლილს ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. საკონსულოში კი განმარტავენ, რომ კომუნიკაცია ოჯახთან აქტიურად მიმდინარეობს და გადმოსვენების პროცედურაში კონსული სრულად ჩართულია.