17 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
უბედური შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში - მამაკაცს კუსტარულად დამზადებული თევზსაჭერი მოწყობილობა აუფეთქდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ მუხურჩას მკვიდრს სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული თევზის საჭერი მოწყობილობა აუფეთქდა. 65 წლის მამაკაცს თითების ამპუტაცია დასჭირდა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება მარტვილის საავადმყოფოში გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები