ხარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა - ამის შესახებ განცხადება, პროფკავშირების წარმომადგენელმა სოფელ ზვარეში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.
კომპანია ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა, როდესაც ავტომობილი დაგორდა და მეორე მანქანას დაეჯახა.
„თვალნათლივ ჩანს რა მდგომარეობაშია მანქანები, არ აქვთ საქარე მინები, არ გააჩნიათ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, რამაც გამოიწვია ეს შედეგი,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის ხელმძღვანელმა პაატა ნინუამ.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ ადგილობრივებიც.
შსს-მ კი გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.