17 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
თბილისში დემოკრატიის ცენტრი შეიქმნება - ცენტრს პროფესორი ფრენსის ფუკუიამა უხელმძღვანელებს

თბილისში დემოკრატიის ცენტრის შექმნა იგეგმება. ცენტრის ხელმძღვანელი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა იქნება.

ცენტრი რეგიონში არსებულ ავტოკრატიულ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმუშავებს.

„საქართველოში იქმნება ფრონტისპირა დემოკრატიის ცენტრი, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თავისუფლებად შეძლონ რეგიონში მყოფმა თავისუფლებისთვის მებრძოლმა სამოქალაქო საზოგადოების თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  ერთად იმოქმედონ თავისუფლების დასაცავად“-ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.

ამავე თემაზე გუშინ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით - “იდენტობა". წიგნის ავტორი ფრენსის ფუკუიამაა.

„ეს არის წიგნი მსოფლიოში პოპულიზმის აღზევების შესახებ, რაც ჩემი აზრით საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოში დემოკრატიული წესრიგისათვის. ჩემს ნაშრომში გლობალური პოლიტიკის ძირითად განმსაზღვრელ პრინციპების შესახებაც არის საუბარი. მოხარული ვარ რომ წიგნი საქართველოშიც გამოიცა,”- ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსის ფუკუიამა.

დღის ამბები