17 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
იგორ გიორგაძე ლაშა ტუღუშის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორს ლაშა ტუღუშს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის უჩივის.

საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. საქმე ეხება ლაშა ტუღუშის სტატიას, რომელიც ერთი წლის წინ გამოქვეყნდა და რომელიც იგორ გიორგაძეს ეხება.

„ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ ვართ მართლები და ბოლომდე მივყვებით ამ პროცესს. არანაირად არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევლახეთ იგორ გიორგაძის პატივი და ღირსება.

მით უფრო ვერ ვიფიქრებთ ამას, იმ წარსულიდან გამომდინარე, რომელიც აქვს ბატონ გიორგაძეს და იმ აწმყოდან გამომდინარეც, რომელიც აქვს ბატონ იგორ გიორგაძეს და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად“-ამბობს ლაშა ტუღუში.

გიორგაძის ადვოკატი აცხადებს, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები არასწორი იყო და გიორგაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

დღის ამბები