17 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
შშმ პირების დისკრიმინაცია - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის " პრობლემებზე საუბრობს 

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის " სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირების დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით, ანგარიში წარადგინა.

ორგანიზაციები მთავარ მიღწევად, არსებული პრობლემებისა და მექანიზმების შესახებ შშმ პირების და მათი ოჯახის წევრების ინფორმირებულობას თვლიან.

„სასამართლომ უნდა იფიქროს როგორ გახადოს მართლმსაჯულება ეფექტური. უკვე დაგვიგროვდა ათეულობით საქმე, რომელმაც პრაქტიკა შექმნა სასამართლო სისტემაში და რომელსაც გამოიყენებს ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თუ ნებისმიერი პირი, ეს არის პოზიტიური შედეგი, რომელიც კანონის მიღებამ გამოიწვია. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, რომ შეგვიძლია და ვალდებული ვართ გავაუმჯობესოთ სტანდარტები,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელის თქმით, პრობლემების უფრო ეფექტურად გადაჭრაში სახელმწიფო უწყებების აქტიურობა უმნიშვნელოვანესია. რუსუდან კოხოძემ იმ სერვისების შესახებ ისაუბრა, სადაც უსინათლო ადამიანების პრობლემები ექმნებათ.

„მათ აქვთ სერვისებზე წვდომაში პრობლემები, შესაბამისად სახალხო დამცველი ასეთ საქმეების შესწავლის დროს რეკომენდაციებით მიმართავს რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს,“ - განაცხადა რუსუდან კოხოძემ.

 

დღის ამბები