17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ენერგეტიკოსები ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფების ზრდას პროგნოზირებენ

ენერგეტიკოსები ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას პროგნოზირებენ. გია არაბიძის განცხადებით, თუ ლარი 2.80-ამდე გაუფასურდება, მაშინ კომპანიები იძულებულები გახდებიან ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკს მიმართონ.

მისი განმარტებით, იმპორტიორები გაზსა და ელექტროენერგიაში იხდიან დოლარს, საქართველოში კი მას ლარში ყიდიან, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

„თუ წავიდა 2.8, 2.9 მაშინ მოხდება ეგეთი რაღაც, რომ კომპანიებს ექნებათ ძალიან სერიოზული პრობლემები. ბუნებრივია შენ ყიდი ლარში გაზს და ყიდულობ დოლარში. ასევე გარკვეული პრობლემები შეიქმნება შემოტანილ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ჩვენ საკმაოდ ნორმალურ ფასად ვყიდულობთ ამ ელექტროენერგიას ამერიკულ ცენტებში, მაგრამ ვღებულობთ მოსახლეობიდან ლარებში. თუ აქაც სერიოზული კატასტროფა მოხდა აქაც გარკვეული პრობლემები ალბათ შეიქმნება,“-განაცხადა გია არაბიძემ. 

დღეს სემეკის თავმჯდომარემ ბუნებრივ აირზე და ელექტრო ენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ გამორიცხა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები