საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის საცხოვრებელი სახლი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ეწერში გაქურდეს.
ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, კახიანები ამ სახლში არ ცხოვრობენ და მას ყურადღებას მეზობელი აქცევს.
ადგილობრივებისთვის ცნობილია, რომ სახლიდან მხოლოდ ტელევიზორია წაღებული.
სოფელ ეწერის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტში ქურდობის შემთხვევები გაიზარდა. ისინი პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა დეპუტატის სახლის ქურდობის ფაქტზე მეორე დღესვე დააკავეს სავარაუდო დამნაშავეები, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევები ამ დრომდე გამოუძიებელია.