26 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ავარია ხარაგაულში - გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" უსაფრთხოების წესების დარღვევაში ადანაშაულებს

ავარიას ხარაგაულში 55 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომელი სავარაუდოდ, რკინიგზის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო გარდაიცვალა.

კობა მაღრაძეს ოჯახი ყვება, რომ ავტომანქანას, რომელსაც კობა მაღრაძე მართავდა, ტექნიკურად გაუმართავი იყო და სამუხრუჭე სისტემა სრულად მოშლილი ჰქონდა.

შემთხვევა სოფელ ზვარეში მოხდა. კობა მაღრაძეს, რომელიც რკინიგზის მშენებლობაზე მძღოლად მუშაობდა, ფერდობზე სატვირთო მანქანა დაუგორდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.

მაღრაძეების ოჯახი დამსაქმებელი ჩინური კომპანიისგან ყველა ვალდებულების შესრულებასა და კონპენსაციის გადახდას მოითხოვს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ უსაფრთხოების ნორმებისა და ავტომანქანების გაუმართავობის გამო, არაერთმა თანამშრომელმა მუშაობაზე უარი თქვა.

რკინიგზის მშენებლობაზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები