17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
„აშანტაჟებს მთავრობას იმიტომ, რომ იცის იმათზე რაღაცეები" - რას ფიქრობენ სამცხე-ჯავახეთში ციხის ფარულ ჩანაწერებზე

"რახან პატიმრობაში აიყვანეს, ახლა გაბრაზდა და დაამღერა ყველაფერი," - ასე ეხმაურებიან სამცხე-ჯავახეთში ციხის ჩანაწერებს, სადაც მირზა სუბელიანი ადამიანების გატაცებებზე, გახმაურებული საქმეების გაყალბებასა მაღალჩინოსნებთან გარიგებაზე საუბრობს. მათ შორის მოქალაქეები ამბობენ, რომ მისი საშუალებით ხელისუფლებამ ხელი დააფარა დათუნა სარალიძის მკვლელებს.

სამცხე-ჯავახეთში ამბობენ, რომ უმკაცრესად უნდა მოხდეს დამნაშავეების დასჯა.

„ზაზა სარალიძე არის გაუბედურებული მამა და უნდა მიაქციოს ყურადღება მთავრობამ, რომ დაისაჯოს ის, ვინც ეს ჩაიდინა. დიდი ხანია, ხელს აფარებენ დამნაშავეებს. ყველამ დააფარა ხელი მკვლელს,“ - ამბობენ სამცხე-ჯავახეთში.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყანაში არის სრულ განუკითხაობა.

„ბავშვი ღორივით დაჩეხეს და მკვლელი არ არის?!“ - აცხადებენ მოქალაქეები.

სამცხე-ჯავახეთში აცხადებენ, რომ მათ სჯერათ იმ ჩანაწერების, რომელსაც ტელეეთერებიდან ისმენენ და აცხადებენ, რომ უნდა მოხდეს გამოძიება და ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს.

„აშანტაჟებს მთავრობას იმიტომ, რომ იცის იმათზე რაღაცეები,“ - აცხადებენ სამცხე-ჯავახეთში.

რეგიონში ამბობენ იმასაც, რომ არა მაღალჩინოსნების ჩარევა და მკვლელებისთვის ხელის დაფარება, მოზარდების მკვლელობის საქმე გამოძიებული იქნებოდა. გარდა ამისა, მოქალაქეები მირზა სუბელიანი იმ განცხადებებსაც ეხმაურებიან, რომელიც მიხედვითაც ხდება ადამიანის წამება, გატაცება.  სამცხე-ჯავახეთში აცხადებენ, რომ მას თავიდანვე უნდა ეთქვა, რა ხდებოდა ქვეყანაში და არა ახლა, როდესაც  პირადად მას შეექმნა პრობლემები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები