"უზნეობა და ცინიზმი" უწოდა ბიძინა ივანიშვილმა სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების ერთმანეთთან შედარებას. ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ გირგვლიანის მკვლელობისგან განსხავებით ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში ხელისუფლების კვალი არ იკვეთება. ივანიშვილი იმ ჩანაწერებზეც საუბრობს, სადაც მირზა სუბელიანი ფიგურირებს და იმედოვნებს, რომ დათო სარალიძის მკვლელი დადგინდება.
"ის რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია დღეს გადაიქცა სიმბოლოდ და პარალელებს ახერხებენ ზოგიერთები გირგვლიანთან გაავლონ, არის ძალიან დიდი ცინიზმი და ძალიან დიდი უზნეობა. სახელმწიფოს არავითარი სურვილი და არსად არ იკვეთება რომ სახელმწიფოს და ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში. რაც შეეხება სუბელიანს, სუბელიანი გახლავთ მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც დღეს ციხეშია. კაცია რის გაბრაზებული, გამწარებული. მეორე კითხვა რაც ჩნდება, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები,"-აცხადებს ივანიშვილი.
TV პირველის ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, ენდობა თუ არა ივანიშვილი სასამართლო პროცესს და აქვს თუ არა განცდა, რომ სარალიძე იპოვის შვილის მკვლელს, ივანიშვილი პასუხობს.
"ესეთია სამართალი, სასამართლოს აქვს 3 ინსტანცია. სანამ ბოლო ინსტანცია არ დაასრულებს, მანამდე სამართალი დასრულებული არაა. არცერთი მუხლი არ იკვეთება და არაფერი არ იკვეთება საგანგაშო იმისა, რომ დღეს ვერ მოახერხოს სახელმწიფომ და ვერ დასაჯოს დამნაშავე. არავითარი შფოთვის მსგავსი არ ისმის საზოგადოებაში,"-აცხადებს ივანიშვილი.