17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ინციდენტი გორში  - პროკურატურა ექსპერტიზით ცდილობს გაარკვიოს, გიგა მაქარაშვილმა ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით, ფიზიკური ტკივილი განიცადა, თუ ფსიქიკური 

სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს მთავარ პროკურატურაში ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა.

უწყების განმარტებით, ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი მაქარაშვილის ჩვენება გახდა, რომლის მიხედვითაც გორის აქციის შემდეგ, მომხდარი ინციდენტისას ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით, მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა.

სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგინდება, შესაძლებელია თუ არა მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” გორში გამართულ აქციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებისთვის გორის მერის გადადგომას, ხოლო თბილისში – გიგა მაქარაშვილისთვის ნაგვის ურნის თავზე დამხობისთვის, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსის  დასჯას ითხოვდა.

"შეიძლება არკვევდნენ ისინი რამდენად მივიღე ტრავმა და რამდენად დასტრესილი ვარ, ანუ რამდენად შეიძლება ჩემი დაზარალებულად ცნობა. იმედია პროკურატურა შეეცდება ძალიან მალე გამოიკვლიოს ეს საქმე"-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები