როგორ გაგრძელდება პროცესები ჰააგაში და რამდენად სახიფათოა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები - ამის შესახებ დისკუსია საქართველოში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.
თბილისში რეგიონული სემინარზე, სიტყვის სამართლის სასამართლოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორობაზე მსჯელობენ, შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი მომავლისთვის, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწორედ საქართველოში მართავს რეგიონულ ღონისძიებას მაღალი დონის და აქ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რომის სტატუტის 20 წლის თავს, ამიტომ ჩვენ ყველანი ველოდებით და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას იმისათვის რომ მყარი მტკიცებულებები ჰქონდეს ჰააგის სასამართლოს, იმ მნიშვნელოვან ნაწილებში ამ საქმისა, როგორიც არის ქართველების ეთნიკური წმენდა და ჩვენი ტყვეების წამება და არაერთი მათგანის მკვლელობაც,“-ამბობს წულუკიანი.