17 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
​ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები - კანდიდატურა ხუთიდან ოთხმა მონაწილემ მოხსნა 

სასტუმრო ბილტმორში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს, სადაც ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.

სულ დარეგისტრირებული იყო 5 კანდიდატი, თუმცა ამ დროისთვის დარჩენილია ფედერაციის პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი მსურველი.

ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე ამბობს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მონაწილება აღარ მიიღოს.

კანდიდატურა მოხსნა დავით ქევხიშვილმაც. ფედერაციის პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი მსურველი კი გიორგი ათაბეგაშვილია.

„ნაკრები ბოლო 5 თვის განმავლობაში, როცა ვასრულებდი პრეზიდენტის მოვალეობას ჩვეულებრივ რეჟიმში მოღვაწეობდნენ. ამდენი თანხა, რაც ბოლო წლის განმავლობაში დაიხარჯა არასდროს დახარჯულა ბოლო წლების მანძილზე“-ამბობს ათაბეგაშვილი.

არჩევნებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი დააკვირდება.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დაწყებამდე, კენჭისყრას უნდობლობა გამოუცხადეს ძიუდოისტებმა.

მათ არჩევნებს უნდობლობა ჯერ კიდევ მანამდე გამოუცხადეს, ვიდრე ძიუდოს ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საკუთარ კანდიდატურას მოხსნიდა. ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ფედერაციაში ერთპიროვნული მმართველობაა და არჩევნებში მონაწილე პირებიც ქევხიშვილის დაქვემდებარებაში დ ამისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

დღის ამბები