სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ისინი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო უწყებამ და სასამართლომ მათ კობაურის ხადას ხეობაში წაყვანასა და ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი უთხრა.
სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დაცვის მხარე ამერიკაში წასვლასა და სმიტების ოჯახის გამოკითხვასაც გეგმავს.
„რაც შეეხება სმიტების ოჯახის წევრების პოზიციას, ის დღემდე არ არის ცნობილი ჩვენთვის. ბრალდების მხარე დღემდე არ ცდილობს, რომ მათთან კომუნიკაცია დაამყაროს, ასევე დაცვის მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მათი გამოკითხვა, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ უშუალოდ მოხდეს მათი გამოკითხვა პირისპირ,“ - განაცხადა მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.