17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
"მისთვის მთავარი პრობლემა არის თავისუფალი მედია, მათშორის "რუსთავი 2"-ის მიკროფონიც"-ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება

გუშინდელი ინტერვიუ "ქართული ოცნებისთვის" საბედისწერო შეცდომა გახდება - ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის ინტერვიუმ დაადასტურა, რომ ის მფარველობს დამნაშავეებს.

„დავინახეთ დამნაშავეთა მფარველი. ხელს აფარებს ყველა დანაშაულს, ხელს აფარებს კორუმპირებულ ადამიანებს, ხელს აფარებს ფარცხალაძეს და იცის ყველაფერი რაც ხდებოდა. ამავე დროს ჩვენ გავიგეთ რომ 500%-იანი სიხარბის გამო მან გადაწყვიტა ქვეყანაში კანაფის მოშენება. ჩვენ გავიგეთ ძალიან ბევრი საგანგაშო ინფორმაცია,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროპულ საქართველოში კი აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი რეალურად ვერ აღიქვამს იმ მძიმე მდგომარეობას, რაშიც მან და მისმა გუნდმა ქვეყანა ჩააყენეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მთავარ პრობლემად მხოლოდ "რუსთავი 2" და თავისუფალი მედია მიაჩნია.

„გამოჩნდა, რომ ის საერთოდ ვერ ხედავს იმ გაჭირვებას და სიღარიბეს რაშიც ჩააგდო მან და "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი საზოგადოება. გამოჩნდა ის, რომ ის ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა არის თავისუფალი მედია, მათ შორის ეს მიკროფონიც და რომ, რომ არა თავისუფალი მედია ქვეყანაში, კარგად ვიცხოვრებდით. ის მართავს ბანდიტების მეშვეობით, ფარცხალაძეების მეშვეობით სისტემას და არც არაფრის შეცვლას არ აპირებს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები