17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
„რუსთავი 2“ საზოგადოებაში ქაოსს, ნეგატივს ნერგავს" - მმართველი გუნდის აზრით, ივანიშვილი ტელეკომპანიას არ დამუქრებია

„რუსთავი 2“ პირდაპირ ნერგავს საზოგადოებაში ქაოსს, ნეგატივს“- საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სამაუწყებლო კომპანიაზე შეტევას განაგრძობენ. მმართველი გუნდის შეფასებით, „რუსთავი 2“ ქვეყანაში მიმდინარე უარყოფით მოვლენებს გადაჭარბებით ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს  გამოეხმაურნენ, სადაც ყოფილი პრემიერისგან „რუსთავი 2“ თავდასხმის ობიექტი 65-ჯერ გახდა.

მმართველი გუნდის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები სამაუწყებლო კომპანიის მიმართ მუქარა არ ყოფილა და ის იყო დემოკრატიული პროცესის ნაწილი.

„ფაქტია, რომ „რუსთავი 2“ ორიენტირებულია მხოლოდ ნეგატივზე და ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებით აჩვენებს იმ ნაწილს, სურათს, რომელიც ჩვენც კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში არსებობს. არანაირი ოპონირების რეჟიმი „რუსთავი 2-ს“ აღარ აქვს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რაც შეეხება ტელევიზიის დახურვას, ეს ის პერიოდი აღარ არის, როდესაც გვარამია იყო პროკურორი, ტელევიზიებში არ ვარდებიან, არც შევარდებიან და პოლიტიკური ძალა არ არსებობს იმის, რომ რომელიმე მედიასაშუალება შეავიწროო,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრობლემას ვერ ხედავენ იმ მოსაზრებაში, რომელშიც "რუსთავი 2"-ს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზეა საუბარი. 

„რუსთავი 2“ პირდაპირ ნერგავს საზოგადოებაში ქაოსს, ნეგატივს და ფაქტობრივად, სამწუხაროდ, ავრცელებს არასწორ ინფორმაციებს. რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც თავისუფლად შეიძლება ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უბრალოდ იფარება მიზანმიმართულად, მე არ მგონია, რომ ეს იყო მუქარა, ეს იყო ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის ნაწილი, რომ უბრალოდ საზოგადოებაში შესაძლებელი იყოს მსჯელობა და არ იყოს გარკვეულ კასტებად დაყოფილი საზოგადოება, ვიღაცების კრიტიკა და ვიღაცებისთვის ლაფის შესხმა შეიძლებოდეს და ვიღაცებისთვის არა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ყოფილმა პრემიერმა კრიტიკული ტელეკომანიის სარედაქციო პოლიტიკის განეიტრალების კონკრეტული სქემაც დაასახელა და "რუსთავი 2"-ზე ზეგავლენის მოსახდენად სპეციალური პიარჯგუფების შექმნა დააანონსა. ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულ ვადა დაასახელა, ყოფილი პრემიერის თქმით, ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები