17 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება

NDI-ის  საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. ლორა თორდტონი მესამე სექტორთან, წინასაარჩევნო გარემოს და კამპანიის პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს განიხილავს. არასამთავრობოები, მთავარ გამოწვევებად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სახელისუფლებო კანდიდატის დაფინანსების გამჭვირვალობას და იმ პრობლემებს ასახლებენ, რის გამოც, მესამე სექტორი ხელისუფლების თავდასხმების ობიექტი გახდა. 

NDI-ის ხელმძღვანელი, ხვალ აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს, მოგვიანებით კი პარტიების ლიდერებს და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს შეხვდება.

„შევხვდებით ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელობას, სახელმწიფო აუდიტს და ასევე გვექნება შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და ასევე კანდიდატებთან,“ - განაცხადა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნო პერიოდში, მესამე სექტორზე გამოვლენილ თავდასხმას.  

„იქნება საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციებზე, კოორდინირებულ შეტევაზე, რასაც ვხედავთ და რითაც გამოირჩევა ეს წინასაარჩევნო პერიოდი ბევრი სხვა პერიოდისგან. ასევე, ჩვენ ვისაუბრებთ სოციალური ქსელების როლზე ამ კამპანიის მიმდინარეობისას და სხვადასხვა დისკრედიტაციულ კამპანიებზე, რომელიც მიმდინარეობს როგორც კანდიდატების წინააღმდეგ, ასევე მათ შორის, ჩვენს წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისამართით, ბოლო პერიოდია არაკონტსტრუქციული კრიტიკა ისმის.

„ჩვენ ვახსენებთ აუცილებლად ჩვენზე განხორციელებულ შეტევებს, რაც სინქრონიზებულად ხდება ბოლო კვირების განმავლობაში,“ - აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.

 

 


 

დღის ამბები