"NDI მხარს უჭერს მრავალფეროვან მედიაგარემოს“- ამის შესახებ აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა განაცხადა.
მან ბიძინა ივანიშვილის იმ ინტერვიუზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, სადაც ყოფილი პრემიერის მხრიდან „რუსთავი 2“ არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი.
მედიის გარდა, ივანიშვილმა არასამთვრობო ორგანიზაციების გააკრიტიკა, თუმცა ლორა ტორნტონი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
„ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ NDI მხარს უჭერს მრავალფეროვან მედიაგარემოს და ყოველთვის იცავს ტელეარხების, მათ შორის „რუსთავი 2"-ის მრავალფეროვნებას და მათი მუშაობის შესაძლებლობებს,“- განაცხადა ლორა ტორნტონმა.