26 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
2008 წლის აგვისტოს ომი - ექსპრემიერი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს 

ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მზად არის და საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის დამოკიდებულება გაიზიაროს.

ის, რომ ივანიშვილი მესამე პრეზიდენტს მხოლოდ გვარით იხსენიებს და არა სტატუსით, არ ცვლის მთელი მსოფლიოსთვის ფაქტს, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი იყო და საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენდა, ამიტომ მისი ქმედება ცუდი თუ კარგი, ავტომატურად ქვეყანას ბრალდება.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა 2008 წლის მოვლენები რამდენჯერმე გაიხსენა. სააკაშვილის ხელისუფლებისთვის რბილი ეპითეტები არ ემეტება, მოღალატე სააკაშვილი, ძალადობრივი ქმედებები და რუსთაველზე გამართული ტაშფანდურა - ასეთ ასოციაციას უტოვებს ბიძინა ივანიშვილს რუსეთ-საქართველოს ომის დღეები და stop russia-ს აქცია რუსთაველზე.  

გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" რუსეთ-საქართველოს ომის თემის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებით ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს.

ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადებები მოულოდნელი არ არის „ევროპული საქართველოსთვის“. საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ომზე ამ ფრაზების ავტორი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილია და სალომე ზურაბიშვილიც მის შეხედულებებს იმეორებს.

დღის ამბები