"ბიძინა ივანიშვილი 28 ოქტომბერს იცეკვებს ბოლო პოლიტიკურ ტანგოს"" - ეს განცხადება, შალვა ნათელაშვილმა ბათუმში გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატი ბათუმში ამომრჩევლებს შეხვდა.
"ლეიბორისტული" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში ჩართულია სუსი-სა და უშიშროების სამსახურები.
ნათელაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში არსებობს 1400 ე.წ მწვანე უბანი. აღნიშნული უბნების კომისიების წევრები კი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა.