17 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
დაპირისპირება სლოტ კლუბ "ვეგასში" - უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ 33 წლის მამაკაცს თანხა საერთოდ არ მოუგია

სლოტ კლუბ "ვეგასის" თანამშრომლები „კურიერის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, განმარტებას აკეთებენ. რეპორტაჟში საუბარი იყო პირზე, რომელიც კლუბის დაცვის წევრებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მოქალაქე 15 ათასი ლარის მიღებას ითხოვდა, რომელიც მისი თქმით, მან მოიგო. კლუბში კი ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ პირს არანაირი თანხა არ მოუგია. 

ისინი მომხდარ ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ალიბეგაშვილს ხელი მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა დაარტყა და ისიც მას შემდეგ, რაც მან დაცვის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სლოტ კლუბის წარმომადგენლების განმარტებით, ეს სათვალთვალო კამერების კადრებითაც დასტურდება.

„დაცვამ სთხოვა, რომ არ შეიძლებოდა შემოსვლა, ის გახდა აგრესიული, რომელიც იძახდა, რომ მე როცა მინდა მაშინ უნდა შემოვიდე, თქვენ აქ დაგმარხავთ... ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაცვის თანამშრომელმაც დაარტყა ერთხელ“-ამბობს სლოტ კლუბ ”ვეგასის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირაკლი პაპაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები