257 წლის შემდეგ, თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოში დაბრუნდა - ნახატი ხელოვნების სასახლეში გამოიფინა.
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კარი ორი დღის განმავლობაში ყველა დამთვალიერებლისთვის ღია იქნება. თეიმურაზ მეორის პორტრეტის ნახვა მათ უფასოდ შეეძლებათ.
უნიკალური პორტრეტი „ქართუ ფონდმა“ 38 ათას 400 დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.