ირაკლი სესიაშვილის სახლი და აუზი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის თქმით, წყალი არ არის ჩასხმული, მოქალაქეების პროტესტის მიზეზი გახდა. პარლამენტის წევრის სახლთან მოქალაქეებმა წყალი მიიტანეს.
ასეთი აქციით გამოეხმაურნენ ისინი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, რომ სესიაშვილს 310 კვ. მეტრი სახლის აშენება იაფი დაუჯდებოდა. ასევე ძალიან იაფი იქნებოდა აუზის გაკეთებაც, რომელშიც ჯერ წყალიც კი არ აქვს გაშვებული.
სესიაშვილის სახლზე, რომელზეც "შაბათის კურიერმა" სიუჟეტი რამდენიმე დღის წინ მოამზადა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
„მოვუტანეთ რითიც შეგვეძლო წყალი. ველოდებით ახლა გაგვიღონ კარი და ჩავუსხათ ეს წყალი. ყველას მოვუწოდებთ, რომ შევიტანოთ წვლილი მის ცხოვრებაში და ავუვსოთ აუზი წყლით,“-ამბობს ლაშა ცუცქირიძე.