17 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
"მაღალჩინოსნების მხრიდან მესამე სექტორზე თავდასხმის მიზანი იყო ის, რომ ჩვენი ანგარიშების მიმართ ყოფილიყო დაბალი ნდობა"-ეკა გიგაური

უპრეცედენტო თავსხმა არასამთავრობო სექტორსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე - ეს არის მთავარი ტენდენცია, რომელიც 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა და რომელიც სამოქალაქო სექტორის ანგარიშში მოხვდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პროცესში მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენციებსა და საარჩევნო კამპანიაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ჩართვაზე.

„წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ხშირად იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმის ფაქტები. მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და ცხადია, ეს ყველაფერი  გამიზნული იყო იმისთვის, რომ ჩვენი ანგარიშების მიმართ ყოფილიყო დაბალი ნდობა და ჩვენ გადაგვეტანა აქცენტები აბსოლუტურად სხვა თემებზე და დავმდგარიყავით თავდაცვის პოზიციაში. ცხადია, ეს რა თქმა უნდა  გვიშლიდა ხელს  ჩვენს საქმიანობაში. ზოგადად, ასევე წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა იმით, რომ მობილიზაცია ხდებოდა ხოლმე საჯარო მოხელეების. ეს ფაქტები ჩვენ დავაფიქსირეთ. რა თქმა უნდა ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გარკვეული გამოძიებები დაასრულეს ამ პერიოდში და ასევე საუბრობდნენ დესტაბილიზაციაზე, ესეც ცხადია იყო მიმართული იმისკენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დამოკიდებულებები შექმნილიყო ამომრჩევლებში,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

ანგარიშში მოხვდა ასევე  ბოლო პერიოდის "რუსთავი 2"- ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები, ბიზნესის რეკეტი და კორუფცია. 

დღის ამბები