ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები წარადგინა.
კვლევამ აჩვენა, რომ სიძულვილის ენა საგრძნობლად არის შემცირებული ტელევიზიებში, თუმცა მომატებულია ბეჭდურსა და ონლაინ მედიაში. კვლევის შედეგებში ასევე საუბარია მიკერძოების ნიშნებზე გარკვეულ მედიასაშუალებებში.
ანგარიშში მოცემულია წინასაარჩევნო პერიოდი 15 ოქტომბრამდე, საბოლოო შედეგი კი დეკემბერში გამოქვეყნდება. მონიტორინგში ჩართულია სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია," "ინტერნიუს საქართველო" და "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი."
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის როგორც თავისუფალი მედიის ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი 2010 წლიდან ახორციელებენ საარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს. ამ კონკრეტულმა მონიტორინგმა აჩვენა რომ დადებითი ტენდენცია მედიის მუშაობის მხრივ. საქართველოში ყოველ არჩევნებთან ერთად იზრდება მედია პროფესიონალიზმი და სულ უფრო დაბალანსებულია გაშუქება. ერთ-ერთი პრობლემა რომელიც რჩება ამ ქვეყანაში ბეჭდურ და ონლაინ მედიაში ეს არის სიძულვილის ენა,“-ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი მუნხტუია ალთანგერელი.