NDI-ის წევრებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების გარდა შეხვედრებს, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებიც 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან. საექსპერტო ორგანოების წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერიც შეხვდნენ. წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე პროცესეზბე, NDI-ის გაერთიანებულმა ოპოზიციამაც მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, მედიის წარმომადგენლებთან პოლიტიკური პარტიებისგან მიღებულ ინფორმაციებზე ისაუბრა. ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პრობლემას სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა წარმოადგენს.
"მივიღეთ ბევრი ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდზე, როგორც საჩივრები, ასევე დადებითი ასპექტები. გვაწუხებს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე. გვჯერა, რომ სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ ფართო კონტექსტში. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ვამუშავებთ" - განაცხადა ენდიაის საქართველოს ოფისის დირექტორმა.
საექსპერტო ორგანოების წევრებს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში, მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ. როგოც გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, NDI-ის წარმომადგენლებს არ გაჰკვირვებიათ ინფორმაცია, რომელიც "გაერთიანებულმა ოპოზიციამ’’ მათ გააცნო.
"ჩვენი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ეგრედწოდებუილი "ქართული ოცნების" პირობებში, მათთვის ნამდვილად არ იყო ამერიკის აღმოჩენა, ეტყობა ამ ტექნოლოგიებს უკვე მშვენივრად იცნობენ" - აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
შეხვედრაზე, გაერთიანებულა ოპოზიციამ ახალი ონლაინ სისტემაც წარმოადგინა, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიიღონ.