17 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
არჩევნებზე დარღვევებს სპეციალური პროგრამა აღრიცხავს - გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში სპეციალური ცენტი იმუშავებს

28 ოქტომბერს არჩევნების დღეს დარღვევების სპეციალური ცენტრი ამოქმედდება. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატს საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე აცხადებს, აქ იქნება ყველა დარღვევა აღრიცხული და ეს არის პირველი მასშტაბური მექანიზმები გაყალბების წინაღმდეგ.

„შევიმუშავეთ სისტემა როგორ მოვახდინოთ პრევენცია ამ გაყალბების და  მინდა ვუთხრა ყველა კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს რომ  ვიცით რა დავალებები გაქვთ მიღებული. ამის შესაბამისი პროგრამა გვაქვს, რომელიც ყველაფერს ასახავს აბსოლუტურად.პროგრამა არის უნიკალური იმით რომ ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში. არა მარტო 17 ათას დატრენინგებული ადამიან რომლეიც მთელს საქართველოში დაიცავს ჩვენ ხმებს, არამედ ყველა,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ პროგრამის გამოსაყენებლად მოქალაქე უნდა შევიდეს შემდეგი ვებგვერდის მისამართზე: www.Ertoba2018.ge და დარღვევების შესახებ ინფორმაცია შტაბს ონლაინ მიაწოდოს. 

გიორგი ვაშაძის თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე შეტყობინება გაეგზავნება კონკრეტულ უბანზე მყოფ დამკვირვებელს, რომელიც რეაგირებას მოახდენს. 

დღის ამბები