17 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
"ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და პარალელურად აკრიტიკებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს " - ოპოზიცია პრემიერის განცხადებას ეხმაურება

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას ეხმაურება. ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება, პარალელურად თავს ესხმის მესამე სექტორს, რომელიც არჩევნების დაკვირვებას აწარმოებს.

„ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ემზადება ამ არჩევნების შედეგების გასაყალბებლად  იმიტომ, რომ ყველა დამოუკიდებელი კვლევებით დასტურდება ის, რომ ხელისუფლების კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის არჩევნებს ვერ იგებს . ვნახეთ რომ გაავრცელეს წინასწარი კვლევა, რომელიც ყველა კანონის დარღვევით რეალურად არ იძლევა ისეთ ინფორმაციას, რომელსაც უნდა იძლეოდეს წინასაარჩევნო კვლევა. და ამის პარალელურად ხდება თავდასხმა იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე რომლებიც აწარმოებენ არჩევნების დაკვირვების პროცესს. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან სახიფათოა მომავალ არჩევნებზე ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები , რომლებსაც ისინი დაწერენ მონიტორინგის შედეგად,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს პუტინის ხელწერად აფასებენ "ევროპული საქართველოს" წევრები. 

„ის რაც საქართველოს დღეს აცილებს სრულ პუტინიზაციას იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს სწორედ აქეთკენ მიჰყავს საქართველო არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არის დამოუკიდებელი მედია, მათშორის ეს მიკროფონი და არის არასამთავრობო ორგანიზაციები. ბიძინა ივანიშვილისთვის სამიზნეა არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი იმეორებენ ამას. სამიზნეა რუსთავი 2, იმეორებენ ამას. ის რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ უნდათ  რომ თავიანთი ამომრჩეველი დარაზმონ გნებავთ თავისუფალი სიტყვის, გნებავთ ოპონენტი პოლიტიკოსების, გნებავთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ეს არის კლასიკური მაგალითი პუტინის მოქმედებისა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები