17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"კოორდინირებული შეტევა გრძელდება... "ოცნება" შეეცადა მმართველი პარტიის სასარგებლო პოზიციები ყოფილიყო წარმოდგენილი" - მიხეილ ბენიძე

„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გახშირებული თავდასხმების ფაქტებს ეხმაურება. მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი შეეცადა, გავლენა მოეხდინა მესამე სექტორზე. ამის მიზანი კი ბენიძის განმარტებით, ხელისუფლებისთვის სასურველი გარემოს შექმნა იყო.

„ჩვენ დავინახეთ მცდელობები იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დღის წესრიგზე გარკვეული გავლენა მოეხდინა მმართველ პარტიას და დაჟინებული მცდელობები იყო იმისა, რომ  კონკრეტულად მმართველი პარტიის სასარგებლო პოზიციები ყოფილიყო წარმოდგენილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს კოორდინირებული შეტევა გრძელდება და განსაკუთრებით ინტენსიური სახე მიიღო განსაკუთრებით ამ საანგარიშო პერიოდში,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები