17 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი რუსთავში ამომრჩეველს შეხვდა

"ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. შალვა ნათელაშილი, ამჯერად რუსთავში ე.წ. “სტამბულის ბაზრის“ მოვაჭრეებს შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

“მე მინდა ეს ხალხი დავაბრუნო ფაბრიკებში, ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებში, აუდიტორიებში, პედაგოგიურ ასპარეზზე,  საიდანაც იძულებულნი გახდნენ წამოსულიყვნენ თავის გადასარჩენად და მერე ეს ადგილებიც, რა თქმა უნდა მათი იქნება და შეითავსებენ.

საქართველო უნდა ეკუთვნოდეს მასში მცხოვრებ ხალხს, თითოეულ მოქალაქეს და არა3%-იან პარაზიტებს , რომლებიც დეკორაციებს გვიცვლიან სცენაზე მუდმივად  და არ იღლებიან აი, ამ თვით შემოქმედებით,“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველთან.

დღის ამბები