შსს ამ დრომდე არ აკონკრეტებს სად გადაიყვანეს ზაზა სარალიძე და მასთან ერთად პარლამენტის წინ დაკავებული 2 პირი. როგორც ცნობილია, ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ.
"ელემენტარულად ცელოფნის გადაფარება უნდოდათ, რომ წვიმისგან დაეცვათ თავი, მოვიდნენ ჩვეულებრივად როგორც აქამდე აკეთებდნენ, ოღონდ აქამდე ზაზა არ დაუჭერიათ და ყაჩაღურად გაიტაცეს ყველაფერი რაც კი შეეძლოთ გაეტაცებინათ. შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს,"- აქციის მონაწილე, დავით ნებიერიძე.
რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან სარალიძეს, ჯერჯერობით უცნობია.