"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება. მიწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ ესწრება ტელეკომპანია "კავკასია," "იბერია" და "რუსთავი ორი." ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს ძირითადი ნაწილი ამჯერადაც "რუსთავი ორზე" საუბარს დაეთმო.
"სამი დღის წინ შეხვედრა გვქონდა, სადაც "რუსთავი ორიც" იყო წარმოდგენილი. მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, ინტერვიუ დავარქვათ სამ ჟურნალისტთან. როგორ გადათარგმნეს ჩემი მინიშნება, "რუსთავი 2"-ის მიმართ, რომ ელემენტარული სტანდარტები უნდა იყოს დაცული, რომ განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს ტელევიზიიდან, ტელევიზია არ უნდა იყოს ჩაკეტილი და ტელევიზია სიცრუეს არ უნდა აფრქვევდეს.
„ამ შეხვედრამ პრაქტიკულად, დაასაბუთა ის, რაზეც მქონდა შეკითხვები პირველ რიგში, „რუსთავი 2“-თან, როდესაც ვაცხადებდი, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას მძევლად ჰყავს აყვანილი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღეს კიდევ სამწუხაროდ არის შეპყრობილი, ზის მათ სიცრუეზე. ელემენტარულ სტანდარტებზე მითითება ეს თავდასხმად აღიქვეს "რუსთავი ორელებმა“-ამბობს ივანიშვილი.
მისი თქმით, ის მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა, რომ ცალმხრივად არ გაშუქებულიყო მოვლენები. ივანიშვილი ამბობს, რომ მას "რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებული და გავრცელებული „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა, არც საქართველოში და არც ლონდონში არ დადასტურდა.
იმის დასტური, რომ "რუსთავი 2" სიცრუეს ავრცელებს, ყოფილი პრემიერის თქმით, ისიც არის, რომ მასთან მეორე ინტერვიუზე "რუსთავი 2" აღარ მივიდა.
„შედეგი მიღებულია. შედეგი არის ის რასაც მათ დავპირდი, რომ მათ დავეხმარები რომ მოახერხონ განსხვავებული აზრის მიტანა მაყურებლამდე ან არადა, თუ ვერ მოახერხებენ ამის დიდი ილუზია არ მაქვს, მათ დაერქმევათ სახელი, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დაუტოვებენ ასეთი სექტები მსოფლიოში უამრავი არსებობს.
"მთავარი გვინდა შედეგი რისთვისაც ვიბრძვი, რომ მათ ვერ მოახერხონ სიცრუის ძვირად გაყიდვა, იაფად და მდარედ და საზოგადოების ძალიან პატარა ნაწილზე ეს ყველგან ხდება და არავითარი პრობლემა არაა. თუ დაინახავენ რომ მათ სიცრუეს ფასი აღარ აქვს ვიღაცეები გადაეწყობიან და ისეთ პროდუქტს მოამზადებენ, რომელსაც საზოგადოება იყიდის,“-ამბობს ივანიშვილი.