იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატს მოუსმენენ.
მათ შორის არის ბესიკ ბუგიანიშვილი, რომელიც "კაბელებისა" და "ციანიდის" საქმის მოსამართლე იყო, თუ მას მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, ბუგიანიშვილი უვადო მოსამართლე გახდება.
დღეს ასევე მოუსმენენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც თბილისში უნდა გადმოსვლა.
შეგახსენებთ, დავით მამისეიშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ზეწოლაში ადანაშაულებდა. სულ 43 ვაკანსიაა გამოცხადებული, მსურველი კი 80 კანდიდატია.
„დღეს 14 კანდიდატია, რომელსაც გაესაუბრება იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაც შეეხება კითხვას და გახმაურებულ საქმეებს ნებისმიერ მოსამართლეს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, ათწლიანი და მეტი სტაჟი, რა თქმა უნდა, კარიერის მანძილზე არაერთი გახმაურებული საქმე ექნება განხილული,“-ამბობს მიქაუტაძე.