17 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
სარალიძის დაკავების შემდეგ, რუსთაველზე შიმშილობის აქცია, მისმა დედამ დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის დედა მივიდა. მარინა ბეგაძის თქმით, საპროტესტო აქციებში ის ჩაერთვება. მისი განცხადებით, შვილმოკლულ მამას ოჯახი ყოველთვის გვერდში ედგა.

„მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე,“- განაცხადა მარინა ბეგაძემ.

ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები