17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
მსგავსი სიტუაცია იყო... ვიღაც გოგო დაიჭირა და ეს ნებიერიძე მალავდა - მეზობლები 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის კრიმინალურ წარსულზე საუბრობენ

9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა იაგო ნებიერიძემ საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ის სახლში გატაცებულ გოგოს მალავდა. უფრო დეტალურად კი, იაგო ნებიერიძის მეზობლების თქმით, დაკავებული წარსულში გატაცებაში იყო მონაწილე. მათი ინფორმაციით, ნებიერიძემ სხვა პირებთან ერთად გამოსასყიდის მიღების მიზნით ახალგაზრდა გაიტაცა.

„რაღაც მსგავს სიტუაცია ვიცით. ბავშვის გატაცებაზე, ეგეთი რაღაც გავიგე. მისჯილი ალბათ, დაამთავრა და გამოვიდა. ის ვიცი, რომ ვიღაც გოგო დაიჭირა და ეს ნებიერიძე მალავდა,"-ამბობს დაკავებულის მეზობელი.

იაგო ნებიერიძე გორში დღეს დილით 9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მან ბავშვი ჯერ წამებით მოკლა, შემდეგ კი ცხედარი მდინარის პირას დატოვა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები