17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ყოველთვის ცდილობდნენ ჩემი ან ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ეს გრძელდება პირველი დღიდან, 10 სექტემბრიდან, ყოველთვის ცდილობდნენ ან ჩემი ან ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას. ყოველდღე ხდებოდა, დღეში 2-3-ჯერაც ხდებოდა,“- ასე გამოეხმაურა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ზაზა სარალიძის დაკავებას. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შვილმოკლული მამების წინააღმდეგ პროვოკაციები ხორციელდებოდა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ ზაზა სარალიძის გასათავისუფლებლად. მისი განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„შეზღუდული გვქონდა ყველანაირი ცოტათი მაინც ადამიანურად გვეგრძნო იმ პარლამენტის წინ ამ წვიმაში, ამ სიცივეში, რაღაც პალატკისმაგვარი, ან ცელოფანისმაგვარი შემოგვეკრა გარშემო, რომ არ დავსველებულიყავით, გვზღუდავდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა იქნას გათავისუფლებული, აქციები გაგრძელდება, აქციები არ შეწყდება. აქციები თავისას გააკეთებს,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები