"ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა მდინარაძე შშ-ის მიერ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებულ ფინანსურ სანქციებს ეხმაურება.
"კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის:
ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების.
ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!
ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდისქნევას რომ ზეიმობენ", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.