არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე“ მმართველი გუნდის მიერ გამოთქმულ მწვავე კრიტიკას და არაერთ თავდასხმას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დეივიდ კრამერი ეხმაურება.
კრამერის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა, მათი ფაშიზმში დადანაშაულება და პირადი დამუქრებები, აზიანებს საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიისა და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყნის რეპუტაციას.
"კორუფციისა და შეუფერებელი ქმედებების შესახებ სერიოზული ბრალდებები საჭიროებს გამოძიებას სწრაფად და გამჭვირვალედ" - აცხადებს დეივიდ კრამერი.