17 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
უუნარო, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური - მწერლების მწვავე პასუხი სალომე ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილს ქართველი მწერლები უკიდურესად მწვავედ პასუხობენ. "საქართველოს პენცენტრი" საკუთარ განცხადებაში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს უუნარო, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ პოლიტიკოსს უწოდებს. 

მწერლების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა არ იცის ქართული ენა და არ ესმის ქართული კულტურა.

მწვავე შეფასებები თავად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის კომენტარებს მოჰყვა. ფრანკფურტიდან ტრიუმფით დაბრუნებულმა ქართველმა მწერლებმა საპრეზიდენტო კანდიდატისგან მილოცვის ნაცვლად, კონფრონტაცია მიიღეს.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ლიტერატურული მოვლენისთვის 200 ქართული წიგნი ითარგმნა. მთელი გერმანია მოიცვა ქართულმა თეატრალურმა თუ მუსიკალურმა პროგრამებმა. მთელი კულტურული ევროპა საქართველოზე, როგორც აღმოჩენაზე ალაპარაკდა.

დღის ამბები