28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ზღუდავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ავრცელებს.
„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 27 ოქტომბრის 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდება. გამშვები პუნქტების მუშაობა 29 ოქტომბერს 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება,“ - ნათქვამია განცხადებაში.