29 სექტემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ავარია თელავში - დაღუპულია 1 ადამიანი

ავარია თელავში - ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

სოფელ ვარდისუბანთან გვიან ღამით მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვლა ერთი, ორი კი მძიმედ დაშავდა.

მანქანიდან დაშავებულები მაშველების დახმარებით ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო დახმარების ჯუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილუტად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. 

დღის ამბები