თბილისში, მრგვალ ბაღთან, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბაღთან, ავტოსადგომზე მუშაობდა.
როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.