17 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის საქორწინო კოსტიუმები გამოფინეს - უინძორის სასახლეში გამოფინეს

უინძორის სასახლეში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის საქორწინო კოსტიუმები გამოფინეს. ახალი ექსპოზიცია, სწორედ ამერიკელი მსახიობისა და პრინც ჰარის შეუღლებას ეძღვნება.  

19 მაისს გამართული ცერემონიის დროს, მეგან მარკლს  ფრანგული მოდის სახლის,  ჟივანშის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. პატარძალს 5 მეტრის სიგრძის, ხელით მოქარგული ფატა და დედოფალ, ელისაბედ მეორის ბრილიანტის დიადემაც ამშვენებდა. დარბაზში,  წყვილის ხელისმომკიდეების, პრინცესა შარლოტისა და პრინცი ჯორჯის კოსტიუმებიცაა გამოფენილი.

დამთვალიერებელს სამეფო ქორწილის მზადების შესახებ, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საუბრის აუდიო ჩანაწერის მოსმენაც შეეძლება. ექსპოზიცია უინძორის სასახლეში იანვრამდე გაგრძელდება.
 

დღის ამბები