17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ზაზა სარალიძეს სხვადასხვა გამოკვლევას უტარებენ - შვილმოკლული მამა ადვოკატმა მოინახულა

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამ დომდე კვლავ ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

ზაზა სარალიძის მოსანახულებლად საავადმყოფოში ადვოკატი მივიდა.

ნესტან ლონდარიძის თქმით, შვილმოკლულ მამას კლინიკაში გამოკვლევებს უტარებენ. მისი თქმით, ზაზა სარალიძეს, სავარაუდოდ, ბრალს ხვალ წარუდგენენ.

„ის იმყოფება პალატაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას აქვს ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაირეგულიროს. მუდმივად უტარებენ სხვადასხვა გამოკვლევას, რომ მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა დაადგინონ. ხელშეწყობა არსებობს. იგი არის მშვიდ ვითარებაში, მას აქვს ყველა საჭირო პირობა შექმნილი საავადმყოფოში,“ - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

შვილმოკლული მამა საავადმყოფოში გუშინ სამართალდამცველებთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გადაიყვანეს, როცა ის პოლიციამ დააკავა.

ამავე კლინიკაში რჩება ზაზა სარალიძესთან მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელიც. ექიმის თქმით, მას თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები